შეკვეთისა და მიწოდების პირობები

ჩვენს ვებგვერდზე პროდუქტის შეკვეთისას ყურადღება მიაქციეთ ყველა პუნქტს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეავსოთ:
1. მიწოდების ზუსტი თარიღი და დღის მონაკვეთი (თუ მიწოდების დროს მიმღები არ აღმოჩნდა დანიშნულ მისამართზე პირადობის მოწმობით, მაშინ ოჯახის სხვა წევრს შეუძლია საქონლის მიღება მხოლოდ პირადობით. კურიერი დაელოდება ერთი საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერი საქონელს უბრუნებს ოფისში. კომპანია არ ახორციელებს მეორად მიწოდებას. დაბრუნებული საქონელი კომპანია ვალდებულია შეინარჩუნოს ერთი კვირა, გარდა მალფუჭებადი საქონლისა (ნამცხვრები, ყვავილები და სხვა მალფუჭებადი საქონელი) რომელიც  არ ბრუნდება  ოფისში (უტილიზირდება) და კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას. ერთ კვირაში მიმღებს უფლება აქვთ აიღონ საქონელი (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) ოფისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი საქონელზე და არ აბრუნებს ფულს მომხმარებელს).
2. მყიდველის სახელი, გვარი (ჩვენ არ ვიღებთ ანონიმურ შეკვეთებს და მათზე არ ვართ პასუხისმგებელნი, თუ მიმღები უარს იტყვის საქონლის მიღებაზე. უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს არ უბრუნებს თანხას).
3. მიმღების სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ იგი არასწორად არის შევსებული, კომპანია არ აგებს პასუხს და არ უბრუნებს მომხმარებელს თანხას).
4. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს შეკვეთა ჩაბარების დღიდან ერთი კვირის ვადაში (თუ მიწოდება არ განხორციელებულა კომპანიის ბრალით, მოხდა არასწორი პროდუქტის მიწოდება, ან დაზიანდა პროდუქტი, კომპანია დაუბრუნებს თანხას მომხმარებელი).
5. ერთი შეკვეთის მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
6. მიწოდების თანხა დამოკიდებულია მაღაზიასა და ადრესატს შორის მანძილზე.